ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა იცვლება მიტევებისა და
გაგების პოლიტიკით, ამიტომ ცხადდება ამნისტია ყველა მოპარულ
პოსტზე.
ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა იცვლება მიტევებისა და
გაგების პოლიტიკით, ამიტომ ცხადდება ამნისტია ყველა მოპარულ
პოსტზე.
Posted in Uncategorized | Leave a Comment »
ჩვენი ბლოგის ხანმოკლე ისტორიის ხანგრძლივი პაუზის დარღვევა ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა გვაიძულა. იგი თავად გახდა პლაგიატორის მსხვერპლი, რომელსაც თავის მხრივ, ისეთი მარგალიტები აღმოაჩნდა ბლოგზე, რომ არც კი ვიცით, უნდა გაგვეცინოს, გავოცდეთ თუ აღვშფოთდეთ.
ჩვენი შავი სიის ახალგამომცხვარი წევრი ასე გამოიყურება:
ბლოგს, როგორც ყოვლად წესიერ და გამართულ ვებ-რესურსს შეეფერება, აქვს წესდებაც. მერე არ იკითხავთ, როგორი? “უცნაური ბლოგის” წესდება გაგახსენდებათ, მით უმეტეს, რომ ასე ბოლოვდება: “frezzzzen.wordpress.com გისურვებთ წარმატებებს და ერთად განვავითაროთ უცნაური ბლოგი.” რა მოხდა ახლა, ჩასწორება ვის არ დავიწყებია!
რაც შეეხება კონტენტს, ბლოგის ადმინისტრატორი უანგაროდ ზრუნავს მკითხველებზე: რა საჭიროა სხვადასხვა ბლოგზე ძრომიალი, როცა შეიძლება, ყველაფერს ერთად მოუყარო თავი? ასე აღმოჩნდა ჩვენი ზემოხსენებული ინფორმატორის პოსტი სწორედ აქ:
აქაა მოლი ბლუმის პოსტები შერლოკ ჰოლმსსა
და უკაცრიელ კუნძულზე წასაღებ წიგნზე,
აგრეთვე ჰექსეს გესტ-პოსტი.
აქვე არის სამი პოსტი მრავალსართულიანი ბლოგიდან. ერთ-ერთი მათგანი პირველ სურათზეც ჩანს, დანარჩენი ორი კი თანამედროვე ხელოვნებაზეა:
ჩარლიუსის პოსტების მოპარვა, მგონი, აღარავის უკვირს, ყველაზე მეტი პოსტი სწორედ მისი ბლოგიდანაა აღებული, მაგრამ ჩვენი პლაგიატორი უფრო მეტად დაინტერესდა ასტრონომიით და Michael-ის პოსტსაც გადასწვდა:
ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ დავწერეთ პოსტი ამდენი ხნის განმავლობაში, ისაა, რომ ბლოგის ადმინისტრატორმა ბოდიშიც კი მოიხადა და პირობაც დადო, რომ ყველაფერს გამოასწორებდა. ამის მიუხედავად, ვერაფრით გაიგო, თუ რატომ უნდა აეღო ბლოგიდან უკვე დაკოპირებული პოსტები. სამწუხაროა ნამდვილად! ამიტომაც გაინაღდა ადგილი ჩვენს შავ სიაში.
პლაგიატის კიდევ ერთი ფაქტის გასაჯაროების შემდეგ შევეცდებით, ვორდპრესის თავდაცვის სისტემა უახლოეს მომავალში დავტესტოთ და შედეგის შესახებაც გაგაგებინოთ.
ამ და კიდევ სხვა პლაგიატორების გასაგონად კი გავიმეორებ იმას, რაც უკვე ბევრჯერ გვითქვამს: იშრომეთ თვითონ და პატივი ეცით სხვის დროს და შრომას!
Posted in SOS - პლაგიატი! | Tagged ბოდიში, მოლი ბლუმი, მრავალსართულიანი ბლოგი, პლაგიატი, ჩარლიუსი, pink.ge | 10 Comments »
შემთხვევა, რომელსაც ამხელა პოსტი მოვაყოლე არ ვიცი რამდენად ითვლება პლაგიარიზმად, თუმცა რატომაც არა – ჩემი ბლოგიდან აღებული ილუსტრაცია, ფეისბუქის რამდენიმე გვერდმა მიითვისა, ქოვერად და მთავარ ფოტოდ დაყენებისას კი წყაროს მითითება არ გახსენებიათ.
თავის დროზე რომ დამედო სურათზე წარწერა, ახლა ასე არ ამიტოკდებოდა ნერვი, მაგრამ არაუშავს, მოდი თქვენ მაინც გაითვალისწინეთ ჩემი შეცდომა და ნუ დატოვებთ სურათებს „უპატრონოდ“.
ერთხელ უკვე დავწერეთ როგორ დავატანოთ ავტორის შესახებ ინფორმაცია ფოტოს, ასევე გირჩიეთ, რომ სადმე საკუთარი ინიციალებიც მიგეთითებინათ, ამჯერად უფრო ძლიერ დამცავს ჭვირნიშანს, იგივე ვოთერმარკს (გამჭვირვალე გამოსახულებას) შემოგთავაზებთ. ძლიერი იმიტომ, რომ სურათიდან ძნელად მოსაშორებელია, გასაკეთებლად კი ძალიან მარტივი და სახალისო.
Posted in ეს უნდა ვიცოდეთ | Tagged ვოთერმარქი, პლაგიატი, სურათი, ფოტოშოპი, ჭვირნიშანი, watermark | 17 Comments »

ბლოგის აქტიურ მკითხველებს გეცოდინებათ, რომ საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტებს შეიძლება ფეისბუქზეც წააწყდეთ. არც ისე ცოტაა ისეთი ადამიანების რიცხვი, რომლებიც უბრალოდ ვერ იგებენ, რა საჭიროა წყაროს მიწერა, ან ხვდებიან და შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას ისე, თითქოს მათი მონაპოვარი იყოს. საბედნიეროდ, მათ წინააღმდეგ არსებობს ერთი გზა, რომლის მეშვეობითაც მე საკმაოდ მარტივად მოვაგვარე პრობლემა.
Posted in ეს უნდა ვიცოდეთ | Tagged ეს საინტერესოა, კონტაქტი, პლაგიატი, პლაგიატორი, ფეისბუქი, ფეისბუქის ადმინისტრაცია, Charlius | 7 Comments »
რამდენიმე დღის წინ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე დავდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჯესის პოსტი დილის საუზმეზე სხვა რამდენიმე ბლოგზე/საიტზე აღმოვაჩინეთ. ავტორმა ყველა მათგანს მისწერა, გამოხმაურებები კი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რამდენადაც მრავალფეროვანი.
დავიწყოთ ადმინისტრატორიდან, რომელმაც, სავარაუდოდ, შენიშვნა ყურად იყო და პოსტი წაშალა:
ჯესის მიერ მითითებულ ლინკზე ამჟამად ასეთი სურათი გვხვდება (პირველი სქრინი რამდენიმე დღის წინანდელია):
დამეთანხმებით ალბათ, რომ არცთუ ცუდი პრეცედენტია, თუმცა, ამ საიტთან დაკავშირებით ყველაფერი ჯერ კიდევ არაა დასრულებული. პოსტების ჩამონათვალში, რომელიც საიტის მარჯვენა მხარეს არის განთავსებული, კიდევ ერთი სხვა ბლოგერის – ნინას პოსტი ვიცანი. ავტორს ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ და მოლაპარაკების შედეგებსაც აუცილებლად გაცნობებთ. ისე კი, ყველას გირჩევთ, გადაამოწმოთ, იქ თქვენი პოსტიც ხომ არ არის, სავარაუდოდ, გულისხმიერი ადმინისტრატორი აუცილებლად გაითვალისწინებს ავტორების შენიშვნას.
ჯესის იგივე პოსტი იცოდე.გე-ზე:
რაღა დაგიმალოთ და იცოდე.გე პირველად არ ხვდება ჩვენი ყურადღების ცენტრში. ჯერ კიდევ ჩვენი მოღვაწეობის გარიჟრაჟზე მოლიმ აქ თავისი ორი პოსტი იპოვა, რომელიც მისივე მოთხოვნით წაშალეს, ადმინისტრატორმა კი ბოდიში მოიხადა, სამწუხაროდ, აქ მხოლოდ მე არ ვპოსტავო. ჩვენი მხრივ, არ შეგვიძლია მწუხარება არ გამოვთქვათ, რომ ამ გვერდის ადმინისტრაციას შენიშვნების მხედველობაში მიღება მაინცდამაინც არ ჰყვარებია, რადგან სრულიად ლოგიკურია, რომ თუკი მოლი ბლუმის პოსტის კოპირება ავტორის ნებართვის გარეშე არ შეიძლება, ასეთივე ნებართვა იქნება საჭირო სხვა ავტორის შემთხვევაშიც.
თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. გაიცანით პლაგიატი, რომელიც, თუკი მისი გამოხმაურების მიხედვით ვიმსჯელებთ, საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს ჩვენს შავ სიაში – tantali.ge:
სიტუაციის სირთულის წარმოსადგენად იხილეთ ჯესისა და პატ. “ავტორის” მიმოწერის სრული ვერსია:
თუკი დავუშვებთ, რომ აღნიშნული პოსტი მართლაც სხვა საიტიდან და ნებართვის საფუძველზე აიღეს, რაციონალურად მოაზროვნე, თუნდაც კონკრეტული პლაგიატორისადმი კეთილგანწყობილ ადამიანს ერთი კითხვა მაინც უნდა გაუჩნდეს:
- იმ შემთხვევაშიც კი, თუკი არ იცოდი, რომ პოსტი სხვა ბლოგიდან იყო აღებული და (შენდაუნებურად) ნებართვა სთხოვე არა ავტორს, არამედ პლაგიატორს, როგორ უნდა მოიქცე, როდესაც ავტორი გწერს და გიგზავნის ორიგინალი პოსტის ლინკს?
ამ შემთხვევაში თავაზიანად შეგვახსენეს, რომ გასაჩივრება შეგვიძლია. ჩვენი მხრივ კი, უღრმესი მადლობის შემდეგ დავძენთ, რომ ამ ფაქტის გასაჯაროებაც შეგვიძლია. ამასთან, გვერდის ადმინისტრაციასაც, რომელიც თურმე “პასუხს არ აგებს მიმოწერის შინაარსზე”, მოვუწოდებთ, რომ კონტრიბუტორების მიერ დადებულ მასალას ზერელედ მაინც გადაავლოს ხოლმე თვალი.
შემდეგი – თანამშრომლობის შემოთავაზება სააავტორო უფლებების მკაცრი დამცველისგან:
აქვე იხილეთ ადმინისტრატორის პასუხი, რომელმაც არც სახელისა და ტელეფონის ნომრის მოწერა დაიზარა. გასაგები მიზეზების გამო აღნიშნული ინფორმაცია დაფარულია:
ბატონო ადმინისტრატორო, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ თურმე, საავტორო უფლებებს მკაცრად იცავთ, მაგრამ არ შემიძლია, სრულიად უანგაროდ არ დაგეხმაროთ ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების მხრივ, რადგან არ მეეჭვება, საავტორო უფლების ეს დარღვევა შემთხვევითობითა და ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული.
საავტორო უფლებები მოიცავს არა მხოლოდ ავტორის უფლებას, მითითებული იქნას მისი სახელი, როგორც ნაწარმოების ავტორის, არამედ აღნიშნული ნაწარმოების შეცვლის აკრძალვის ან დამახინჯებისაგან დაცვის უფლებასაც. პოსტი, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნეთ “დაკოპირებულად ვერ ჩაითვლება”, რადგან თურმე “პატარ-პატარა ცვლილებები ყოფილა შეტანილი”, ეკუთვნის იოგას ბლოგის ავტორს. თქვენ კი ვალდებული იყავით არა მხოლოდ აღებისთვის გეთხოვათ ნებართვა, არამედ მასში ცვლილებების შესატანადაც. დარწმუნებული ვარ, ამ შენიშვნას მხედველობაში მიიღებთ და განმეორებასაც აღარ დაუშვებთ. მით უმეტეს, რომ საიტი ტესტურ რეჟიმში მუშაობს და შენიშვნის მიღება ალბათ, გაგიხარდებათ კიდეც.
საბოლოო სიტყვის სახით კი მინდა ყველას, ვინც მსგავსი კონტენტის შექმნითაა დაკავებული, კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ პატივი სცენ სხვის შრომას. ბოლოს და ბოლოს, ნებართვის აღებას და წყაროს მითითება ნამდვილად არ უნდა იყოს ძნელი, როგორც ეს უკვე ვთქვით და თანაც, არაერთხელ…
Posted in SOS - პლაგიატი! | Tagged პლაგიატი, პლაგიატორი, საავტორო უფლებები | 3 Comments »
უსაზღვრო და უკიდეგანო ინტერნეტ-სივრცეში სხვადასხვა ასაკის, სქესის, გემოვნებისა და ინტერესის ათასობით მომხმარებელი დაიარება და რა გასაკვირია, რომ სტილით და საფირმო ხელწერით ერთმანეთისგან ბატონი პლაგიატორებიც განსხვავდებიან. ზოგს ჯინეტი კომუნისტების განხორციელებული ოცნება ჰგონია, საავტორო უფლებებს არაფრად ადგებს და ღრმად დარწმუნებულია, რომ რაც კი ვებ-გვერდებზე მოიძებნება, ყველაფერი საერთოა… ზოგი “პატიოსნად” უთითებს ავტორის ვინაობას უნებართვოდ წაღებულ კონტენტს და გულწრფელად უკვირს, წინასწარი თანხმობა რა საჭიროაო… დროდადრო კი კოპირაიტის “დაცვის” ისეთ შემთხვევებს გადააწყდები კაცი, აღარც კი იცი, გაბრაზდე თუ გაგეცინოს.
ჯოან როულინგის შემოქმედების თაყვანისმცემლები, ბოლო რამდენიმე წელია, ნაწვიმარზე ამოსულ სოკოსავით რომ მომრავლდნენ, ალბათ, თქვენც მოგეხსენებათ. ჰოდა, დღეს ერთ კურიოზულ ისტორიას მოგიყვებით.
შარშანწინ, თებერვალში, Moony-მ, საკუთარ ბლოგზე, სათვალიანი ჯადოქრის ორიგინალური ავტობიოგრაფია გამოაქვეყნა. რვა თვის შემდეგ, მცირედ კორექტირებული იგივე CV, ფეისბუქზე შექმნილ “ჰარი პოტერის ფან-კლუბის” გვერდზეც გამოჩნდა. ეს ყველაფერი პლაგიატის რიგით, არაფრით გამორჩეული ფაქტად დარჩებოდა, რომ არა საფინალო ფრაზა, რომელმაც, სიმართლე გითხრათ, ფრიად გამახალისა:
“კოპირებულია რაღაც საიტიდან”
Moony-ს და რამდენიმე მკითხველის კომენტარს, ჯგუფის მესვეურებმა, როგორც ხდება ხოლმე, დუმილით უპასუხეს.
ერთის მხრივ, იმის მოხსენიება, რომ ტექსტი სხვას ეკუთვნის, მისასალმებელი და მისაბაძი საქციელია, თუმცა, სხვისი დაწერილის საკუთარ რესურსებზე განთავსების მოყვარულთ მაინც ვთხოვთ – მადლს, ბარემ, მარილიც მოაყარეთ და “რაღაც საიტის” ნაცვლად ავტორის ვინაობა და ზუსტი მისამართი მიუთითეთ. ჰო, თან, წინასწარი თანხმობის აღებაც არ დაგავიწყდეთ…
Posted in SOS - პლაგიატი! | Tagged ბლოგერი, ბლოგი, ვორდპრესი, პლაგიატი, პლაგიატორი, ფეისბუქი, ჰარი პოტერი, ჰარი პოტერის ფან-კლუბი, Moony | 10 Comments »

თუკი ერთ მშვენიერ დღეს ბლოგერობა მოინდომე და გადაწყვიტე, ასე თუ ისე საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია შესთავაზო ქართულ ინტერნეტ-საზოგადოებას, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ ვიღაცას შენი ნაშრომი ძალიან მოეწონება. იმდენად მოეწონება, რომ სადმე გადააკოპირებს და წყაროს არც კი მიუწერს. გამომდინარე იქიდან, რომ არც ისე ახალბედა ბლოგერი ვარ და ეს სტატუსი 2009 წლის მიწურულიდან მაქვს, 2.5 წლიანი „მოღვაწეობის” პერიოდში არც ისე ცოტა პლაგიატს გადავყრივარ.
Posted in SOS - პლაგიატი! | Tagged ბლოგერი, ბლოგი, ბლოგოსფერო, ბლოსპოტი, ვორდპრესი, პლაგიატი, პლაგიატორი, ფეისბუქი, ფორუმი, ქართული ბლოგოსფერო, Charlius, copyright, ucnauri.com | 23 Comments »